მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრწანისის ქუჩაზე რეაბილიტაცია 6 თვის დაგვიანებით, ივლისში დასრულდება - მერიის განმარტება

647888610fc35
BM.GE
01.06.23 16:18
1705
კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია. ხელშეკრულება სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კონტრაქტორ კომპანია შპს იბერთან 2022 წლის აგვისტოში გაფორმდა და 150 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო.

თუმცა ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით კონტრაქტორმა არაერთხელ ითხოვა ვადის გახანგრძლივება. ბოლო მონაცემებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.

დღეს კრწანისის ქუჩაზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განმარტება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გააკეთა.

“კრწანისის ქუჩა საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და სრულად ქუჩის გადაკეტვას ვერ ვახერხებთ, რადგან მოსახლეობა თავის სახლამდე ვერ მიდის და დისკომფორტი ექმნებათ. ღამითაც მუშაობა გვიჭირს, იმიტომ რომ მოსახლეობა წუხდება. ასე რომ ასე წვალებ-წვალებით, ნაწილ-ნაწილ გზის გადაკეტვით ვმუშაობთ. უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია.

რამდენიმე დღეში 1-კილომეტრიან მონაკვეთში ასფალტის ზედა ფენა დაიგება და დარჩება ზედა ნაწილი, რომელიც ნაკლებად პრობლემურია. ვფიქრობთ, რომ ამ გზას ივლისში გავხსნით", - ამბობს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები