"KTW ჯგუფს" ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს - ინფორმაციას კომპანია Facebook-გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კომპანიის გუნდს დავით ხაჩიძე შემოუერთდა, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტის კუთხით. ის კობა ხარხელს ჩაანაცვლებს, რომელიც KTW ჯგუფთან სხვა ფორმით განაგრძობს თანამშრომლობას.
„KTW ჯგუფს" ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. დავით ხაჩიძეს ვულოცავ ახალ პოზიციას და წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში. მისი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ღირებულია ჩვენი კომპანიისთვის. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო კობა ხარხელს 11 წლიანი თანამშრომლობისთვის და ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, – აცხადებს KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე.