აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფინანსური რესურსებით არსებობდა, სანაცვლოდ კი ვენესუელას ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, თუმცა, მისი თქმით, ეს პრაქტიკა დასრულებულია.
ტრამპის განცხადებით, კუბელი ძალების უმეტესობა აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას „აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან“, რომლებიც ქვეყანას წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ.
„ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა (ბევრად!) დასაცავად და ჩვენ დავიცავთ მათ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კუბას ვენესუელიდან აღარ მიეწოდება არც ნავთობი და არც ფინანსური დახმარება.
„კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა – ნული! მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.




























