მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუბას 10-მილიონიან მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება - დახურულია სკოლები, მაღაზიები, ოფისები

kub

კუბაში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ 10 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ამის შესახებ BBC იტყობინება.

კუბას ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ელექტროგადაცემის ქსელი ადგილობრივი დროით, პარასკევს 11:00 საათზე გაითიშა და ამ დრომდე არ იციან, როდის აღდგება ელექტრომომარაგება.

ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის გათიშვამდე, კუბაში ელექტრომომარაგების პრობლემა თვეების განმავლობაში იდგა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დენის ხანგრძლივი და სისტემატური გათიშვის გამო, პრემიერ-მინისტრმა 17 ოქტომბერს ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.

"კუნძულის სრული ჩაბნელება" მატანზაში, ყველაზე დიდი ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვამ გამოიწვია.

კუბას პრეზიდენტი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის აღდგენა პრიორიტეტებს შორის პირველია და "ვერავინ დაისვენებს, ვიდრე ენერგომომარაგება არ აღდგება".

ბოლო ინფორმაციით, ელექტროსადგურის შეკეთების პროცესი კვლავ საწყის ეტაპზეა, თუმცა ელექტროენერგიის გენერაცია "გარკვეულ დონეზე" კვლავ მიმდინარეობს, რაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროსადგურების ამუშავებას მოხმარდება.

მომხდარის გამო ქვეყანაში დახურულია სკოლები, მაღაზიები, ოფისები და ყველა სხვა დაწესებულება, რომლებსაც აუცილებელი დანიშნულება არ აქვთ. მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ სახლებში და პიკის საათებში ქსელიდან გამოაერთონ მსხვილი ტექნიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები