მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კულება, ბუჩაში მასობრივი მკვლელობის შემდეგ G7-ისგან, რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველ სანქციებს ითხოვს

6249a0030935e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 17:25
1708
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქ ბუჩაში, რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შემდეგ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველი სანქციები უნდა აამოქმედონ. ამის შესახებ დიმიტრი კულებამ Twitter-ში დაწერა.

„ბუჩაში მასობრივი მკვლელობები წინასწარ გააზრებული იყო. რუსები ისწრაფვიან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა გავაჩეროთ და გავყაროთ ისინი. მე დიდი შვიდეულისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვ ახალ დამანგრეველ სანქციებს“, - წერს კულება.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე ემბარგოს დაწესებას, რუსული გემებისა და ტვირთებისთვის ყველა პორტის დახურვას და SWIFT-დან ყველა რუსული ბანკის გათიშვას.

არსებული ინფორმაციით, რუსი დამპყრობლებისგან ქალაქ ბუჩას განთავისუფლების შემდეგ აღმოჩენილი იყოს საძმო სასაფლაო, სადაც 300-მდე ადამიანია დამარხული, ქუჩებში კი ათობით გვამია, რომელთა ნაწილს ხელები შეკრული აქვთ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა ბუჩაში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და პარტნიორებს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება და პორტების დახურვა მოითხოვა. წერს Ukrinform-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები