აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულიად მომზადებულია რუსეთის ფედერაციასთან ბირთვულ დაპირისპირებაში შესვლისათვის. აღნიშნული განცხადება უკავშირდება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის სტატიას, სადაც მან სსრკ-ის დროს არსებული ატომური იარაღების სისტემის შესახებ ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ “ზომბი აპოკალიფსის შესახებ არსებულ მის საყვარელ ფილმებს ახლიდან გადახედოს.”
თეთრი სახლის თქმით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება აღქმული იქნა, როგორც პირდაპირი მუქარა, რის საპასუხოდაც აშშ-მა ორი ატომური წყალქვეშა ნავი “შესაბამის რეგიონებში” განათავსა. პრეზიდენტის თქმით, მიღებული ზომები სათანადოა იმ მუქარის გათვალისწინებით, რომელიც რუსული მხარისგან იქნა გაჟღერებული.
საგულისხმოა, რომ ტრამპსა და მედვედევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის უკრაინაში ომის შეწყვეტისტვის მიცეული დრო შეუმცირა და ტარიფებისა და სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რასაც მედვედევმა “ულტიმატუმების თამაში” უწოდა და პრეზიდენტს მოუწოდა, რომ მისი თითოეული ნაბიჯი აახლოებდა სამყაროს რუსეთ-აშშ ომისაკენ. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა მედვედევს მოუწოდა, რომ “სიტყვები უფრო ფრთხილად შეარჩიოს” და რომ ის “სახიფათო ტერიტორიაზე იმყოფება.”




























