მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

ახალი თეატრი

"ქართული ოცნების" კულტურის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყების გადაწყვეტილებით, დავით დოიაშვილი, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - წერია "იმედის" ცნობით კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები