მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კურაციო" მთავრობას თვითიზოლაციის მონიტორინგისთვის ელ.სამაჯურის გამოყენებას ურჩევს

5e81dbbfc8e32
ელენე გოგბერაშვილი
30.03.20 16:04
1798
საერთაშორისო ფონდ „კურაციომ“ კვლევა სახელწოდებით - „COVID-19 ეპიდემია საქართველოში პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოამზადა.

დოკუმენტი სხვადასხვა პროგნოზირებული სცენარის გარდა რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

საერთაშორისო ფონდი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საკარანტინო პუნქტების გაძლიერება ქვეყნის საზღვრებზე ახალი შემთხვევების იმპორტირების აცილების მიზნით და, მეორე მხრივ, შიდა გადაცემის შემცირება უნდა მოხდეს სოციალური დისტანცირებით ეპიდემიის ზრდის ტემპის შესანელებლად.

იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური დისტანცირების ეფექტურობიდან გამომდინარე რთულია იმის პროგნოზირება თუ რა ვადით მოხდება ეპიდემიის პიკის გადავადება და პიკის შემცირება, ამიტომ ფონდი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ჯანდაცვის სისტემის მზადება უფრო პესიმისტური სცენარით დაიგეგმოს.

ამასთან, უნდა მოხდეს თვითიზოლაციის და კარანტინის მონიტორინგის გაუმჯობესება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგ. ელექტრო სამაჯურების გამოყენებით, რომლებიც ადამიანების გადაადგილების ინფორმაციას დროის რეალურ რეჟიმში იძლევა. „კურაციოს“ რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების მიმართულებითაც.

მათ შორის „ჰოსპიტლების დაყოფა სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების მართვისთვის

პაციენტების ტრიაჟი დაწესებულებებში მიმართვიანობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ოჯახის ექიმების ვირტუალური კონსულტაციების ორგანიზება კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით; 

COVID-19 კლინიკური მართვის გაიდლაინის შემუშავება/დამტკიცება;

საკარანტინე ადგილებად გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებების ჩანაცვლება ალტერნატიული არასამედიცინო დაწესებულებებით;

ჯანდაცვის პროგრამებით ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების გადაწყობა“ .

"კურაციო" აღნიშნავს, რომ ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეპიდემიის შეკავება შესაძლებელია. თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი შეკავება გრძელვადიან პერიოდში ამას დრო აჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები