სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 31 დეკემბერს გაიხსნება - ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს და კურორტზე სამუშაო საათების გრაფიკს აქვეყნებს.
„ჯადოსნური ამბით ვხვდებით ახალ წელს - 31 დეკემბერს, კურორტ გოდერძიზე სასრიალო სეზონი იხსნება!
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე
აბონემენტების შეძენა შეგიძლიათ კურორტის სალაროებში.
გელოდებით გოდერძიზე“, - ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.