მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ გოდერძზე 200 მილიონი ლარის ღირებულების 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს

გოდერძი სათხილამურო კურორტი
20.01.24 13:22
3648

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს. კურორტზე მიმდინარე საინვესტიციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

არსებული მდგომარეობით, კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს.

პარალელურად სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

"2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატები, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთის კურორტებისა და კურორტ გოდერძის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ,"- ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები