მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 26 მლნ ლარი დაიხარჯება - მარტვილის მერის მოადგილე

6241af4f04523
ალა ისპირიანი
02.04.22 16:33
4865

კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 26 მლნ ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ Bm.ge-თან მარტვილის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ხურცილავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მარტვილიდან ლებარდემდე სულ 34 კილომეტრია, 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო, დანარჩენი ნაწილის ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი მიმდინარე წელს განახლდება.

„კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის საფარის მეორე ეტაპის მოსაწყობად 26 მლნ ლარი დაიხარჯება, სადაც შედის 9 დიდი ხიდისა და გზის ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. მარტვილიდან ლებარდემდე სულ 34 კილომეტრია, უკვე დაიგო 6 კილომეტრი და 28 კილომეტრის გზის საფარის დაგება წელს განახლდება. თუმცა ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ორ ან სამ ეტაპად დაიყოფა“, - განაცხადა ალექსანდრე ხურცილავამ.

აღსანიშნავია, რომ ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის 6კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გზები“-ს მიერ 2019 წელს განხორციელდა, თუმცა გზის დანარჩენი ნაწილის მოწყობისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

„დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის დარჩენილი მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების და ელ. ტენდერის საშუალებით სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების შემდგომ, ეტაპობრივად (ლოტებად), 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია ასევე ეტაპობრივად 2023-2024 წლებში", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ცნობისთვის, ლებარდესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები