მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურორტების განვითარების შეხვედრაზე ქალაქების განვითარებაზე საუბარი არ იყო“ - ალავერდაშვილი

643ff12614186
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.23 23:37
967
ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთაი, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი - ეს 11 ლოკაციაა, სადაც საქართველოს მთავრობის კურორტებისა და ქალაქების განახლების ახალი პროგრამით, ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, განახლებული რეგიონების პროგრამის შინაარსის არის, ბიუჯეტიდან 5 წლის განმავლობაში ჯამში 1 მლრდ ლარი გამოიყოფა, აქედან 2023 წლის ბიუჯეტში 200 მლნ ლარი უკვე გათვალისწინებულია.

რა იციან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ გაცხადებული ახალი პროგრამის შესახებ - ამ კითხვას გადაცემა #წერტილში სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა უპასუხა.

ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ კურორტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მათ კურორტების განვითარების პროგრამა წარუდგინეს, რომელშიც სხვა ლოკაციები შედიოდა.

„კურორტების განვითარების შეხვედრაზე ვიყავი და იქ ქალაქების განვითარებაზე არ იყოს საუბარი. იქ აბსოლუტურად სხვა სია იყო. იმედია, ეს გეგმები გასაჯაროვდება და გვეცოდინება - რა და როგორ გაკეთდება“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

კითხვაზე - რატომ აღმოჩნდა მთავრობის მიერ გაცხადებულ პროგრამაში ძირითადად ქალაქები და არა კურორტები და ხომ არ არის ეს ხელისუფლების პოლიტიკური გათვლა ის ქალაქები შეერჩია, სადაც უფრო მეტი მოქალაქე ცხოვრობს, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი პასუხობს, რომ ქალაქების სია, რომელიც პროგრამაში მოხვდებოდა თავადაც პირველად ნახა.

შალვა ალავერდაშვილი იმ კურორტებს ასახელებს, რომელთა რეაბილიტაცია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მოვისმინეთ დადასტურებული ქალაქები და ამ ლოკაციებს შორის მე რაჭა ვერ დავინახე, სამი კვირის წინ წარმოდგენილ ჩამონათვალში კი რაჭა ნამდვილად იყო. ეს ჩემთვის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა, სადაც შოვს უდიდესი მომავალი აქვს. იქ არსებული ინვესტორი წლებია ინვესტიციების განხორციელების მზაობას გამოთქვამს, თუ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს შეასრულებს... გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა ამდენი წელია რაღაც პინგ-პონგის თამაში მიდის, არადა ინვესტორი არსებობს, ადგილზეა და მზადაა ფული დახარჯოს.

ამ ქალაქების ჩამონათვალი დღეს მეც პირველად ვნახე. დიდი იმედი მქონდა, რომ ამ ჩამონათვალში იქნებოდა ასევე ურეკი, რომელიც უნიკალური კურორტია. ურეკის სასტუმროებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ისინი მიტოვებულად გრძნობენ თავს. თითქოს ეს კურორტი აღარ არსებობს და თითქოს ეს სიმდიდრე ქვეყანას არ ჰქონდეს. ის, რომ ქვეყანაში ასეთი სიმდიდრე გვაქვს და ჩვენ ამას არ ვიყენებთ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი შეცდომაა, რომელსაც დღესაც ვუშვებთ. კაზინოების მიმართულებაზე ვართ გადართულები, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგნი არ ვართ, თუმცა ბათუმი სრულად კაზინოს ბიზნესზეა გადასული. ეს თემა მუშაობს - კარგია, მაგრამ დივერსიფიცირება უნდა მოხდეს და უნდა შევეცადოთ, ქვეყნის ყველა რესურსი გამოვიყენოთ. ურეკი ერთ-ერთი კარგად განვითარებული კურორტი უნდა იყოს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ტურიზმის დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ 18 აპრილს მთავრობის მიერ გაცხადებული ქალაქების და კურორტების განვითარების ახალი პროგრამით, დღეისთვის კონკრეტული ხედვა არ იკვეთება და იმედოვნებს, რომ უწყებები სექტორს ამ ლოკაციების განვითარების კონკრეტულ გეგმას გააცნობენ. 



გასულ წელს შექმნილი კურორტების განვითარების სააგენტო დარგის წარმომადგენლებს გასაცნობად შეხვდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები