მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტების სააგენტოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან შერწყმა 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს - დადგენილება

4343

სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ მთავრობამ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, სააგენტო მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად შექმნეს.

კურორტების განვითარების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია. სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს მისი დაარსებიდან სანდრო ონოფრიშვილი იკავებდა, რომლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სააგენტოს უფროსის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარი იყო.

"2030 წლისთვის, კურორტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით საქართველოში შექმნილი იქნება 40 ახალი კურორტი, სადაც მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა, მოზიდული იქნება ინვესტიციები და აშენებული იქნება გამაჯანსაღებელი და ტურისტულ-სპორტული ობიექტები,"- სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ასეთი იყო სანდრო ონოფრიშვილის უწყების ხედვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები