კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა - ბიზნესი კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის. სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის მრეწველობის, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორები. სამუშაო ძალის პრობლემა კი განსაკუთრებით მწვავეა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG-ის მესამე კვარტლის ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. პრობლემის გადაჭრა მოკლევადიანი ნაბიჯებით წარმოუდგენლად ეჩვენება BDO-ს მმართველ პარტნიორ ზურაბ ლალაზაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. კადრების დეფიციტზე საუბრობენ აჭარის წყალი ჯორჯიაშიც, სადაც მთავარი საჭიროება დღეს კადრების გადამზადება და მათი უნარების კონკრეტული სექტორის საქმიანობის მორგება სახელწოდება, ეს უფრო გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს - ასე აფასებს არსებულ ვითარებას BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი. მისი თქმით, ვითარებას ართულებს გლობალურ კონკურენტული გარემო, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს დასაქმდეს არა საქართველოში, არამედ უცხოეთში. კადრების დეფიციტზე საუბრობენ აჭარის წყალი ჯორჯიაშიც. მთავარი საჭიროებად კადრების გადამზადება და მათი უნარების კონკრეტული სექტორის საქმიანობაზე მორგება სახელდება. რამდენად არის ბიზნესის საჭიროებებთან მთავრობის ხედვა თანხვედრაში და როგორი უნდა იყოს თავად კერძო სექტორის სტრატეგია იმ დროს, როცა კადრების დეფიციტის პრობლემა დრო და დრო სულ უფრო მწვავდება?
სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი;