აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა, სადაც მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ამგვარად, მადრიდის „რეალი“ ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება. შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საკლუბო ჩემპიონატის განრიგი ასთია:
- 8 ივლისი, 23:00 – ფლუმინენსე vs ჩელსი
- 9 ივლისი, 23:00 – პარი სენ-ჟერმენი vs რეალი




























