მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვარაცხელიას კონტრაქტის განახლება “ნაპოლისთან”

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება და ზაფხულში მისი გაყიდვა არ იგეგმება. "გეზატა დელა სპორტის" ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის კონტრაქტი 2027 წელს იწურება, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდეს და ახალი კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბროს. ევრო 2024-ზე ასპარეზობის შედეგად დიდი ალბათობით, კვარაცხელიას შეძენა კიდევ უფრო მეტ ტოპ კლუბს მოუნდება, თუმცა ნეაპოლში სჯერათ, რომ შემტევი კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ბონუსების ჩათვლით 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. დღესდღეობით, ხვიჩა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა, რადგან სეზონში მისი შემოსავალი 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები