მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

კვერცხი

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ 1.4 მლნ აშშ დოლარის 20 423 ცალი კვერცხი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53.6 ათასი აშშ დოლარის 1 018 ერთეული. ზრდა 2 620%-ია.

წელს იმპორტი სულ ორი ქვეყნიდან მოხდა. მთავარი მომწოდებელი თურქეთია, სადაც წელს 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1.3 მლნ აშშ დოლარის 18 873 ერთეული პროდუქცია შეიძინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ბელარუსია , სადაც ქვეყანამ 155.5 ათასი აშშ დოლარის 1 550 ერთეული კვერცხი იყიდა.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიმდინარე თვეში კვერცხის იმპორტის ზრდას თურქეთში არსებული ჭარბი წარმოებით ხსნიდა. მისი თქმით, გასულ წელს თურქეთი პროდუქციას აშშ-ში ყიდდა, სადაც ფრინველის გრიპის გამო დიდი მოთხოვნა და მაღალი ფასები იყო. წელს კი, ამერიკაში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, თურქულმა ჭარბმა ნაწარმმა ისევ საქართველოს ბაზარზე გადმოინაცვლა. უჩუმბეგაშვილის განმარტებით, ეს იმპორტული კვერცხი არასამართლიანად დაბალი, თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით შემოდის, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.

მეფრინველეთა ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობს, რომ იმპორტის ზრდის მიზეზი საქართველოში ფრინველის დაავადებით გამოწვეული კვერცხის დეფიციტი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები