მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვიპროსმა იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა

იგორ კოლომოისკი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კვიპროსის ხელისუფლებამ უკრაინელ მილიარდერს, იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც ირკვევა, ევროპული სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება მილიარდერის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სასამართლო დავებს უკავშირდება, რომელთა შესახებ, კოლომოისკიმ კვიპროსის საგამოძიებო უწყებებს ინფორმაცია დაუმალა. კოლომოისკის, რომელიც უკრაინაში შარშან დააკავეს, რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის თაღლითობა, ქონების მიტაცება, ფულის გათეთრება და მკვლელობის მომზადება.

კვიპროსის მოქალაქეობა იგორ კოლომოისკიმ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, ე.წ. “ოქროს პასპორტის” პროგრამის საფუძველზე მიიღო. ასეთი პროგრამა ბევრ ქვეყანაში არსებობს და მისი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებაა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ ეს პროგრამა დროებით შეაჩერა, რადგან ის დასავლური ქვეყნების მიერ სანქციების არიდების წინაპირობად შეიძლება ჩათვლილიყო.

თავად კვიპროსმა ეს პროგრამა 2020 წელს, შესაძლო რეპუტაციული რისკის თავიდან არიდებისთვის გააუქმა და კოლომოისკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც სწორედ ამ ჩარჩოში ხვდება. უკრაინელ მილიარდერთან ერთად, კვიპროსმა მოქალაქეობა კიდევ რვა მდიდარ ადამიანს ჩამოართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები