მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა კიევსა და ოდესაში საკომუნიკაციო და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

Omega უკრაინა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა ქვედანაყოფებმა კიევსა და ოდესაში უკრაინის სამხედრო უზრუნველყოფის საკომუნიკაციო და ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რუსულმა დამრტყმელმა დრონებმა დედაქალაქში იერიში მიიტანეს კომპანია Omega Telecom-ის მონაცემთა ცენტრზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.

რუსული მხარის მტკიცებით, ეს ტექნოლოგიური ობიექტი სამხედრო დანიშნულების მსხვილი მონაცემთა ბაზების შესანახადაც გამოიყენებოდა.

პარალელურად, რუსულმა ძალებმა იერიშები ოდესის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზეც განახორციელეს. მოსკოვის განცხადებით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა კომპანია Nova Poshta-ს ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც უკრაინული მხარე სამხედრო ტვირთების განსათავსებლად იყენებდა. ამას გარდა, შავ ზღვაში იერიში მიიტანეს იმ სატვირთო გემზე, რომელსაც ოდესის პორტის მიმართულებით სამხედრო შეიარაღება და ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა.

შეგახსენებთ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საპორტო, საფოსტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ომის დაწყების დღიდან სისტემატურად ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები