მომავალი კვირა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ დატვირთული იქნება. პირველ რიგში, საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი გააცნობს, რომელიც, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. უშუალოდ გადაწყვეტილებასთან ერთად, საჯაროდ ცნობილი გახდება FED-ის სამომავლო სტრატეგიაც, რასაც ინვესტორები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ. გავიგებთ იმასაც, თუ რა ბედი ეწია ამერიკაში ინფლაციას და გაიზარდა თუ არა დასაქმებულების რაოდენობა. მომავალ კვირას კვარტალურ ანგარიშგებებს და ფინანსურს შედეგებს შემდეგი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ: Nvidia, Walmart, Home Depot, Nestle და HSBC.