მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

lambo

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.

Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმარებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.

იტალიური ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს, Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად. Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

თეგეტას გარშემო სიახლეები გასულ კვირაში ამ ამბით არ ამოწურულა. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათვალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული მანქანა საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ ავტომობილს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე.

Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული

Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატებით ხუთი მოდელი წარმოების პროცესშია.

Volvo Cars ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციის სფეროში დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად განაახლოს. Volvo Cars-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100 % ელექტრიფიცირებული ავტომობილები (სრულად ელექტრული და დატენადი Plug-in ჰიბრიდული მოდელები) იქნება, ანუ თითოეული ავტომანქანა ელექტროკაბელით აღიჭურვება. დანარჩენ 0-10%-ს კი მსუბუქი ჰიბრიდული (mild hybrid) მოდელების შეზღუდული რაოდენობა შეავსებს. ეს ცვლის კომპანიის აქამდე გაცხადებულ მიზანს, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის მისი სამოდელო ხაზი სრულად ელექტრული უნდა გამხდარიყო.

2024 წლის მეორე კვარტალში Volvo Cars-ის სრულად ელექტრული ავტომანქანების წილი 26%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიუმ კლასის ანალოგებს შორის. ელექტრიფიცირებული მანქანების - ელექტრომობილებისა და დატენადი Plug-in ჰიბრიდების წილმა კი 48% შეადგინა.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ სრულად ელექტრული ავტომობილების წარმოება დააანონსა, ხუთი სრულად ელექტრომოდელი წარმოადგინა ბაზარზე: EX40, EC40, EX30, და EX90. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, EX30 ამჟამად ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილებს შორის ევროპაში მესამე ადგილზეა.

რატომ დააწესა ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფები?

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 45%-იანი ტარიფი დააწესა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციაა, რომელიც ბრიუსელს პეკინის წინააღმდეგ ოდესმე მიუღია.
45%-იანი ტარიფის ამოქმედება იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების შედარებით ძვირად გაყიდვა მოუწევთ, რაც ევროპულ კომპანიებთან მიმართებით მათ უპირატესობას შეამცირებს. ამასთან, შეზღუდვა გავრცელდება იმ ევროპულ ბრენდებზე, რომლებიც საკუთარ ელექტრომობილებს ჩინურ ქარხნებში აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით შეზღუდვა ევროპულ კომპანიებსაც დაუწესდებათ.

ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად კანონმდებლები ავტოინდუსტრიის ზომას და სექტორის ეკონომიკურ გავლენას ასახელებს. მოგეხსენებათ, ავტომობილების წარმოების ინდუსტრია 2 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ამ ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშეები ევროპული კომპანიები არიან, მთავრობები კი პროტექციონისტული პოლიტიკით მათ დაცვას ცდილობენ.

ევროპისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება კიდევ უფრო მკაცრ ზომებს იღებს. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ხელისუფლებამ წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი სრულად აიკრძალება. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ჭკვიანი მოწყობილობებით და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ავტომობილები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მწვავე საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან კამერებითა და სენსორებით ჩინეთს და რუსეთს ამერიკელი მოქალაქეების პირადი მონაცემების შეგროვება და ამ გზით, ქვეყნის საბოტაჟი შეუძლიათ.


ჩინეთი ევროკავშირს ძვირად ღირებულ ავტომობილებზე ტარიფების ზრდით ემუქრება

შეზღუდვების ომში, უსაქმოდ არც ჩინეთია და ევროკავშირის რეგულაციების საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობა ახალი ზომების მიღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა, ევროკავშირიდან იმპორტირებულ ძვირად ღირებულ შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე, მაღალი ტარიფების დაწესებას განიხილავს.

ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობამ, „ანტიდემპინგური ზომების" სახით შეზღუდვა ევროკავშირიდან შეტანილ კონიაკზეც დააწესა. შედეგად, ევროკავშირიდან იმპორტირებულ კონიაკზე ახალი ტარიფები 30.6%-39%-მდე განისაზღვრება. ჩინეთის მთავრობის შეფასებით, ახალი ზომები ქვეყანაში კონიაკის იმპორტს შეამცირებს, თუმცა მის შიდა წარმოებას გარე გავლენისგან დაიცავს.

ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მთავრობა „მტკიცედ ეწინააღმდეგება ევროკავშირის უსამართლო, შეუსაბამო და არაგონივრულ პროტექციონისტულ პრაქტიკას“. მათივე თქმით, ორგანიზაციის ქმედებები არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და მაღალი ტარიფების დაწესება, არსებულ გამოწვევებს ვერ მოაგვარებს.

„ჩინეთი მიიღებს ყველა ზომას ჩინური კომპანიების ინტერესების დასაცავად“, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს სპიკერმა.

Cybertruck-ს საპატრულო მანანა ქუჩებში გამოჩნდა

Cybertruck-ის პოლიციის ეკიპაჟში გამოჩენას ბევრი ელოდებოდა. ასეც მოხდა: Tesla-ს „ტანკი“ სამართალდამცველთა რიგებს შეუერთდა და ახლა, უკვე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ნაწილია. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, თუმცა Cybertruck-ი ქუჩებში უკვე გამოჩნდა. ეს კონკრეტული მოდელი კალიფორნიის დეპარტამენტს ეკუთვნის. Cybertruck-ი პოლიციის მანქანისთვის აუცილებელი ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი: ხმოვანი სიგნალებით დაწყებული, მაფრთხილებელი ციმციმებით დასრულებული. ამას დამატებული კორპუსის დიზაინი, რაც მას ეკიპაჟის სრულუფლებიან წევრად აქცევს. ავტომობილზე Unplugged Performance-მა და Whelen Engineering-მა იმუშავეს.

ABC 7-თან ინტერვიუში, Cybertruck-ის ავტოპარკში გაწევრიანებაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა. მეთიუ კენტის განმარტებით, მსგავსი ტიპის მანქანები - იქნება ეს PT Cruiser-ი თუ Cybertruck-ი - ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. მისივე თქმით, კალიფორნიის დეპარტამენტი მოხარულია, რომ Cybertruck-ი პირველად, სწორედ მათი ავტოპარკის რიგებში გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები