მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

648ec2a9abcef
ბექა ბაციკაძე
18.06.23 12:30
761

გთავაზობთ კვირის მნიშვნელოვან ავტო სიახლეებს:

2023 წლის 4 თვეში საქართველოდან 1 მილიონ 643 ათასი დოლარის ღირებულების კატალიზატორების ექსპორტი განხორციელდა



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულ ავტომობილებს კატალიზატორებს აცლიან და რიგ შემთხვევაში ეს საქმე ბიზნესადაა ქცეული. ქვეყნის მასშტაბით კატალიზატორის გარეშე მოძრავი ავტომობილები კი ჰაერის დაბინძურების მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

BM.GE დაინტერესდა, რა ღირებულების შემოსავალს იღებს ქვეყანა კატალიზატორების ექსპორტით და რომელი კომპანიები ყიდიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამ დასახელების საქონელს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მაჩვენებლებით, ქვეყნიდან ამ დასახელების საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდში სულ ექვს ქვეყანაში 1 მილიონ 643 ათასი დოლარის ღირებულების 9.5 ტონა კატალიზური კონვერტერები გავიდა. ექსპორტის ღირებულება 80.7%-ითაა შემცირებული, ხოლო მოცულობა - 76%-ით.


იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი - Mazda CX60 საქართველოშია





კიდევ უფრო დახვეწილი და გამორჩეული - „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.


საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტრომ და პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელმა Human Horizons-მა 5.6-მილიარდ-დოლარიანი გარიგება გააფორმეს




ჩინეთ-არაბეთის ბიზნეს კონფერენციის ფარგლებში, საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტრომ და პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია, Human Horizons-მა ახალი 5.6-მილიარდ-დოლარიანი გარიგება გააფორმეს, რომელიც მხარეებს შორის ავტომობილების შექმნის, წარმოებისა და გაყიდვის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუდის არაბეთის აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკის არასანავთობო სექტორების დივერსიფიკაციის პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ნავთობის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო წლებია, რაც მისდევს. ჩინური Human Horizons-ი, რომელიც ჩინეთში ელექტრომობილებს “ჰაი-ფაის” ბრენდის ქვეშ აწარმოებს, მიმდინარე წელს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გასვლას გეგმავს, მათ შორის ევროკავშირშიც.


"ტოიოტას" მომავალი ელექტრომობილები ერთი დამუტხვით 1000 კილომეტრის გავლას შეძლებენ



იაპონურმა გიგანტმა, Toyota-მ ელექტრიფიკაციის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ახალი თაობის ბატარეებისა და ელექტრომობილების გამოშვებას ითვალისწინებს. Toyota-ს განცხადებით, 2026 წლისთვის კომპანია ახალ ქარხანას ააშენებს, რომლის მიზანიც შემდეგი თაობის ელექტრომობილების წარმოება იქნება, თავად ეს მანქანები კი ერთი დამუხტვით 1,000 კილომეტრის გავლას შეძლებენ, რაც ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი იქნება. როგორც Toyota-ს წარმომადგენლობა განმარტავს, ბატარეების წარმოების ტექნოლოგიაში იაპონელმა ინჟინრებმა ინოვაციური მეთოდების დანერგვა შეძლეს, რისი მეშვეობითაც ბატარეების მოცულობისა და გამძლეობის დრამატულად გაზრდა გახდა შესაძლებელი. 2026 წლისთვის Toyota 1.5 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, 2030 წლისთვის კი წარმოების მაჩვენებელი 3.5 მილიონ ერთეულს მიაღწევს.


Mission X - "ტექნოლოგიური შუქურა მომავლის სპორტული მანქანებისთვის"



Porsche-მ თავისი სარბოლო მანქანების 75 წლის იუბილე "Mission X"-ის ელექტრო ჰიპერკარით აღნიშნა, რომელსაც ავტომწარმოებლებმა უწოდა - "ტექნოლოგიური შუქურა მომავლის სპორტული მანქანებისთვის". Mission X ელექტრო ჰიპერქარია, რომლის სიგრძე დაახლოებით 4,5 მ, სიგანე კი 2 მ-ია. ეს ზომები ემთხვევა Porsche Carrera GT-ისა და 918 Spyder-ის ზომებს. Porsche 917 სარბოლო მანქანის პატივსაცმეად, Mission X-ს აქვს კარები, რომლებიც წინ და ზემოთ იხსნება. სალონი აღჭურვილია ექვსპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედებით და ღია საჭით. აღსანიშნავია, რომ Mission X აღჭურვილია სისტემით, რომელიც სწრაფი დატენვის საშუალებას იძლევა. ის დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად იტენება, ვიდრე Taycan Turbo S, რომელიც ამჟამად 5%-დან 80%-მდე იტენება დაახლოებით 22 წუთში.




კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები