კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
19 - 25 ივნისის კვირის მთავარი ავტო სიახლეები
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა 2023 წლის 5 თვეში
საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 18 ათასი დოლარია. რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც საქართველოდან 189 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა. მეორე ადგილზე 187 მილიონით ყაზახეთი, მესამეზე კი ყირგიზეთია 182 მილიონის ექსპორტით. ექსპორტში მეოთხე პოზიციას სომხეთი იკავებს - $149 მლნ, წლიური ზრდა 1690%; თუკი ექსპორტის ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდა, წლის ბოლომდე საქართველოს შემოსავალი ავტომობილებით ვაჭრობიდან $1.7-1.9 მილიარდს მიაღწევს.
18-მეტრიანი ავტობუსების პირველი ნაკადი საქართველოში 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა
თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად “თეგეტა მოტორსი” გამოაცხადა. თბილისის მერიასა და კომპანიას შორის 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი კი 15 ივნისს გაფორმდება.აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
მისი თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა და პირველი ნაკადი 2024 წლის პირველ აპრილამდე უკვე საქართველოში იქნება. “თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანახმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს.
Hyundai - 85 მლრდ ინვესტიცია ელექტრომობილების განვითარებაში
Hyundai ელექტრომობილების განვითარებაში 85 მილიარდ დოლარს დახარჯავს. საინვესტიციო გეგმა 2032 წლამდეა გაწერილი. პრიორიტეტები მოიცავს მწვანე მანქანების განვითარებას და გაყიდვების გაზრდას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე - სახლში სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ინვესტიციის ნაწილი შიგა წვის ძრავების ქარხნების ელექტროძრავების ქარხნებად გადაკეთებას, ახალი ქარხნების აშენებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება. გეგმა ჩაწერილია ახალ ბიზნეს სტრატეგიაში, სახელწოდებით Hyundai Motor Way. Hyundai და მისი პრემიუმ შვილობილი Genesis მიზნად ისახავს ელექტრომობილების ბაზრის 34 პროცენტი აითვისოს გლობალურ გაყიდვებში და 53 პროცენტი ძირითად ბაზრებზე 2030 წლისთვის.
2023 წლის 5 თვეში მსოფლიოში 34 მილიონ 762 ათასი ახალი ავტომობილი გაიყიდა
ახალი ავტომობილების გლობალური გაყიდვები მაისში 18,7 პროცენტით გაიზარდა. მთლიანობაში, 2023 წლის მაისში მსოფლიოში 7 მილიონ 371 ათასი სამგზავრო და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა. ინფორმაციას LMC Automotive ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გაყიდულია 34 მილიონ 762 ათასი ახალი ავტომობილი, რაც 10,5 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გაყიდვებში ჩინეთი და აშშ ლიდერობენ.
ჩინეთში ერთ თვეში 2,33 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა. 2022 წლის მაისთან შედარებით, გაყიდვები 25,8% გაიზარდა. შეერთებულ შტატებში კი გაყიდვების მაჩვენებელი 2023 წლის მაისში 1,37 მლნ ავტომობილი იყო, ზრდა 23,5%-ია.
უფრო სწრაფი, უფრო იაფი, უფრო ეკოლოგიური - Volvo EX30 შესაძლოა Tesla Model Y-ის ყველაზე დიდი კონკურენტი გახდეს
შვედური ვოლვოს სიახლე Volvo EX30 შესაძლოა Tesla Model Y-ის ყველაზე დიდი კონკურენტი გახდეს. ეს არის შვედური ავტომობილების მწარმოებლის ყველაზე პატარა SUV ძალიან ბევრი სიახლით, EX30 ს საუკეთესო აჩქარება აქვს ვოლვოს მოდელებს შორის, ასევე ის ყველაზე ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ანუ მისი ნახშირბადის კვალი მინიმალურია. ვოლვოს საბაზისო მოდელის ფასი 12 000 დოლარით ნაკლებია ვიდრე სტანდარტული Model Y ს ღირებულება. EX30 ის საწყისი ფასი 34,490 დოლარია, MODEL Y-ს ფასი კი 47,740 დოლარიდან იწყება. EX30 იყენებს 64 კილოვატ-საათიან NMC ბატარეას, რომელიც ერთი დამუხტვით ერთამძრავიან ვერსიაზე 440 კილომეტრს გაივლის, ორამძრავიანზე კი 425 კილომეტრის დაფარვას შეძლებთ. საბაზო Model Y ს კი ერთი სრული დამუხტვით, 450 კილომეტრის გავლა შეუძლია.
Nyobolt 2026 წლისთვის EV ბატარეის წარმოებას დაიწყებს
ბრიტანულმა ბატარეების მწარმოებელმა ტექკომპანიამ "ნაიობოლტმა" დაადასტურა, რომ 2026 წლისთვის ელექტრომობილების ბატარეების წარმოებას დაიწყებს და მომავალი წლის იანვარში საკუთარ ქარხანაში ახალ საწარმოო ხაზს აამოქმედებს. კომპანია ირწმუნება, რომ მათი ტექნოლოგია, ავტომობილის დამუხტვის დროს 90% ით შეამცირებს. მაგალითად, ბატარეის სრულად დამუხტვა შესაძლებელია ექვს წუთში, ხოლო 80%-ით დატენა შესაძლებელია ოთხ წუთში.