მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

64b51d5f2e904
ბექა ბაციკაძე
16.07.23 17:14
1132
კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-ი ინდოეთში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს

Tesla-ი ინდოეთში წარმოების დაწყებას გეგმავს. ამერიკულმა კომპანიამ, ინდოეთის მთავრობას საინვესტიციო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას, The Times of India ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ინდოეთის მთავრობის სახელით მოლაპარაკებებს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო აწარმოებს. მათი ცნობით Tesla-ს შეთავაზება ქარხნის აშენაბას და წელიწადში 500 000 ავტომობილის წარმოებაა. ავტომობილების მინიმალური ღირებულება $25 000 იქნება. ინფორმაციისთვის, მაისში, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა The Wall Street Journal-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ „ინდოეთი შეიძლება იყოს საინტერესო ადგილი კომპანიის ახალი ქარხნის საზღვარგარეთ ასაშენებლად“ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს მიიღებენ. ასევე, ივნისში ილონ მასკი ვაშინგტონში ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის შეხვდა და შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ტესლა ინდოეთში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

Isuzu Motors-მა რუსული ბაზარი დატოვა

Isuzu Motors-მა რუსული ბაზარი დატოვა და ულიანოვსკის ქარხნის აქციები ადგილობრივ კომპანია Sollers-ს გადასცა. ინფორმაციას იაპონური გამოცემა Kyodo ავრცელებს. Isuzu-სა და Sollers-ის ერთობლივი საწარმო ულიანოვსკში 2008 წელს გაიხსნა. ქარხანაში სატვირთო მანქანები და პიკაპები იწარმოებოდა. რუსული ბაზრის გარდა, მიწოდება რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის ბეალარუსს, ყაზახეთსა და სომხეთს. ინფორმაციისთვის, წარმოება 2022 წლის მარტიდან შეზღუდული იყო, რადგან სანქციების გამო შესაბამისი ნაწილები ქარხანას არ მიეწოდებოდა. ქარხანაში 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

GM და TOYOTA აშშ-ს ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებს ზრდიან

2023 წლის მეორე კვარტალში General Motors-მა შეერთებულ შტატებში ავტომობილების მიწოდება 18,8%-ით 691,978 ერთეულამდე გაზარდა. ეს მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 109 577 ერთეულით გაზრდილი მაჩვენებელია. მათ შორის აპრილ-ივნისის ჩათვლით GM-მა 15,652 ელექტრომობილი გაყიდა. Chevrolet-ის ბრენდის გაყიდვები მეორე კვარტალში გაიზარდა 17%-ით, Cadillac - 15%-ით, Buick - 48%-ით, GMC - 18%-ით. ავტომობილების გაყიდვები ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაზარდა ტიოტამაც. 2023 წლის მეორე კვარტალში იაპონურმა ბრენდმა 195 448 ავტომობილი გაყიდა, აქედან 51 535 ელექტრომობილი იყო.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, Cybertruck-ის უახლესი ვერსიის ფოტო გაგვიზიარა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ოსტინში Tesla Cybertruck-ით გაიარა და მანქანის უახლესი ვერსიის ფოტოც გააზიარა. ახალი მანქანა აღჭურვილია დამატებითი კონსტრუქციით ღია საბარგულის თავზე, ასევე ბორტზე დამაგრებული ნიჩბებით. Cybertruck-ის სერიულ წარმოებას დიდიხანია ველით, მასკი კი აქციონერებს არწმუნებს, რომ ავტომობილის მიწოდებას 2023 წლის ბოლოს დაიწყებენ. რაც შეეხება წარმოების მოცულობის გეგმებს, ტესლა გეგმავს ყოველწლიურად 250,000-დან 500,000 Cybertruck-ი აწარმოოს.

965 კმ ერთი დამუხტვით - Fisker Ronin-ის პრეზენტაციის ტაღიღი ცნობილია

Fisker-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილის დებიუტის თარიღი გაასაჯაროა. დღემდე, მთავარი სიახლე არის Fisker Ocean SUV, რომლის მიწოდება უკვე დაიწყო მომხმარებლისთვის აშშ-ში. ამასთან, კომპანიამ, გადაწყვიტა აუდიტორიის ინტერესი გაეღვიძებინა სუპერქარის Fisker Ronin-ის მიმართ. ჰენრიკ ფისკერის ახალი პროექტი მართლაც ამბიციურია. საუბარია ელექტრო ოთხკარიან კაბრიოლეტზე, კონვერტირებადი სახურავით და აეროდინამიკის აქტიური ელემენტებით. ელექტრომობილის საჯარო დებიუტი, პროტოტიპის ფორმატში, 3 აგვისტოს შედგება. გვპირდებიან, რომ Fisker Ronin შეძლებს მინიმუმ 965 კილომეტრის გავლას ერთი დამუხტვით, ხოლო სამი ელექტროძრავა უზრუნველყოფს აჩქარებას 100 კილომეტრამდე საათში ორ წამზე ნაკლებ დროში. ამავდროულად, დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ახალი ავტომობილის ღირებულება 200 ათასი დოლარის ფარგლებში იქნება.

გელენდვაგენის ჩინელი კონკურენტი BYD-ისგან, სახელად Leopard 5

BYD-ს ახალი SUV სახელად „ლეოპარდი“ ეყოლება. სიახლენ ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს და სრულამძრავს სამი დიფერენციალით. გარდა ამისა, მას ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა ექნება, რომელიც მისცემს გამავლობის შესაძლებლობებს Mercedes-Benz G-Class-ის დონეზე. ეს არის გეგმა, რომელიც ჩინურ ავტომწარმოებელს აქვს. კუთხოვანი SUV იმუშავებს ჰიბრიდული სისტემით, რომლის სიმძლავრეც 680 ცხენის ძალაა. ასამდე აჩქარებას ის 4 წამში შეძლებს, ენერგიის რეზერვი 1200 კილომეტრამდე იქნება. Leopard 5-ის ღირებულება 55,300 დან 69 000 დოლარმდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები