მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

auto

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე -  Geely Auto საქართველოში შემოვიდა

Tegeta Cars-მა ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto წარადგინა. პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო Moxy-ში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Geely Auto-ს გამორჩეული მოდელი - Geely Coolray პირველებს შეეფასებინათ. ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ავტომობილი პრეზენტაციის სტუმრებს „Geely Sakartvelo“-ს დირექტორმა გაგა კოხრეიძემ და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი შაქარაშვილმა წარუდგინეს. მათ ღონისძიების სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბრენდის ისტორია, Geely Coolray-ს მახასიათებლები, შესაძლებლობები და ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობები. Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.

კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory" მიენიჭა. ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.

Ineos Grenadier - Land Rover Defender ის იდეალური მემკვიდრე

ყველგანმავალზე, ინეოს გრანადიერზე ამერიკის შეერთებულ შტატებში აჟიოტაჟური მოთხოვნაა. ბრუტალური SUV ის მიწოდება აშშ-ს ბაზარზე ნოემბერში დაიწყება, იანვარში კი ინეოს გრანადიერი კანადაშიც გამოჩნდება. ის კლასიკური ლენდ-როვერ დეფენდერის იდეალური მემკვიდრეა. წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ამერიკიდან 7 ათასზე მეტია, რაც ბაზარს ავტომწარმოებლისთვის ყველაზე მიმზიდველს ხდის. რას წარმოადგენს გრანადიერი: ის კლასიკური კონსტრუქციის ყველგანმავალია, აწყობილია მთლიან, ფოლადის რამაზე, სხეული ალუმინის, რკინის და კომპოზიტური ნაწილებისგან შედგება. 

კომპლექტაციაში ოთხივე წამყვანი, ორსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი და ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირება შედის, სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილია ასევე Brembo - სამუხრუჭე სისტემა. 

ჩინური ყველგანმავალი ცურვის ფუნქციით

ჩინელებმა საქმეში აჩვენეს წყალში მცურავი, 1200 ცხენისძალის მქონე ყველგანმავალი. Yangwang U8 ს შესაძლებლობების დემონსტრირება BYD-მ საკმაოდ ღრმა წლის დაძლევის პროცესში გადაწყვიტა. აღამოჩნდა რომ მისი ჩაძირვა არც ისე მარტივია. ავტომობილს სახიფათო სიღმის განსაზღვრა შეუძლია, შედეგად ააქტიურებს ავარიული ცურვის რეჟიმს, სალონის ჰერმეტულობა აძლევს საშუალებას იცუროს ნახევარი საათის განმავლობაში.

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, ჩინური ბრენდის წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ თუ ღრმა წყალში მოვხვდებით, იდეალურ პირობებში მის გადალახვას შევძლებთ, ელექტრომოტორი საბურავებს ატრიალებს და 3 კმ/სთ მოძრაობის საშუალებას გვაძლევს. BYD ასევე ხაზს უსვამს, რომ ავტომობილით ტბების და მდინარეების გადალახვა შეუძლებელია. აღნიშნული ფუნქცია კი მხოლოდ საგანგებო სიტვაციების დროს გამოდგება და მისი აქტივაციის შემდეგ სერვის ცენტრში სტუმრობაც მოგიწევთ. 

თასი ფორმულა 1 ის გამარჯვებულებისთვის რომელიც კოცნით აქტიურდება

თასი რომელიც კოცნით აქტიურდება. ფორმულა 1 ის გამარჯვებულებისთვის თასი Pininfarina-ს Lenovo -ს პარტნიორობით შეიქმნა. უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილ ჯილდოს ეტაპის გამარჯვებულები მიიღებენ და სპეციალურ სენსორზე ტუჩების შეხების შემდეგ ის გამარჯვებული მრბოლელის ეროვნული დროშის ფერებში განათდება. სიახლის პრეზენტაცია უკვე სედგა, იაპონიაში გამართულ გრან-პრიზე, რომლის გამარჯვებული მაქს ფერსტაპენი გახდა, სწორედ მას ხვდა პატივი, პირველად გაეაქტიურებინა ახალი თასი, რომელმაც იდეალურად იმუშავა. 

Tesla Cybertruck ახალი თაობის პოლიციის მანქანად გადაიქცევა 

Tesla Cybertruck ელექტრო პიკაპი, პოლიციისთვის სპეციალურ ვერსიას მიიღებს. Tesla-ს ელექტრო პიკაპი ჯერ არ შესულა წარმოებაში, მაგრამ მოდელის მიხედვით უკვე იქმნება სპეციალური ვერსიები. Oracle Corporation-ის თანადამფუძნებელმა და Tesla-ს ერთ-ერთმა აქციონერმა, ბიზნესმენმა ლარი ელისონმა Cybertruck-ის ახალ მოდიფიკაციზე  Oracle CloudWork კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, 

 ელექტრო პიკაპი  ახალი თაობის პოლიციის მანქანა უნდა გახდეს. „ ეს არის ჩემი საყვარელი პოლიციის მანქანა და ეს არის ილონ მასკის საყვარელი მანქანა. Cybertruck ძალიან უსაფრთხო და ძალიან სწრაფია, მას აქვს უჟანგავი ფოლადის კორპუსი და ჩვენ არ გვჭირდება მასზე დამატებითი ეკრანების ან კამერების დამატება, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის პოლიციის მუშაობისთვის“, - თქვა ელისონმა. ცნობილია, რომ საპოლიციო მოდიფიკაცია აღჭურვილი იქნება სატელიტური საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, გარდა ამისა, ელექტრო საპატრულო პიკაპი მიიღებს ხმოვანი ბრძანებების და ვიდეო სტრიმინგის მხარდაჭერას. 

ამჟამად, Tesla-ს სხვადასხვა მოდელს უკვე იყენებს ამერიკული პოლიცია, მაგრამ პოლიციელთა ფლოტში Cybertruck-ის სპეციალური მოდიფიკაციის გამოჩენის დრო ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც მისი სამოქალაქო ვერსიის წარმოებაში ჩაშვების ვადები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები