კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
BMW-მ მეოთხე სერია განაახლა - ლაზერული განათება და უფრო მძლავრი M მოდიფიკაცია
BMW მ განახლებული 4-Series და M4 წარადგინა. კუპე და კაბრიოლეტი 2025 წლის სამოდელო რიგისთვის მოამზადეს. ექსტერიერი მსუბუქად შეიცვალა, განახლდა ინტერიერი, განახლებულია ავტომობილის ტექნოლოგიური სისტემა, დახვეწილი და გაძლიერებულია სიმძლავრე. ახალი მეოთხე სერია ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს, ახალი M4 -ის სიმძლავრე კი 530 ცხ.ძ - მდე გაიზრდება. ცნობილია ავტომობილების ღირებულებაც, თუმცა მხოლოდ ა.შ.შ-სთვის საწყისი ფასი $50 700 დოლარია, M4 ის TOP ვერსია კი $95 300 დოლარი ეღირება.
Mazda-მ CX-7 ის მემკვიდრე, CX-70 წარადგინა
იაპონური ავტომწარმოებელი მაზდასგან CX-7 ქროსოვერის მემკვიდრეს 2023 წელს ველოდებოდით, თუმცა CX-70 ის პრეზენტაცია სულ ახლახან შედგა. პირველი მოულოდნელობა მაზდას ახალი ქროსოვერის ზომები იყო, ის ბევრად დიდია ვიდრე წინასწარი მოლოდინი არსებობდა და თითქმის იდენტური ზომები აქვს MAZDA CX-90 თან. ყველაზე შესამჩნევი სხვაობა ის არის, რომ მისი ოჯახის უფროსი წევრისგან განსხვავებით, CX-70 ს სავარძლების მესამე რიგი არ აქვს. ახალი ქროსოვერის გაყიდვები ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაზაფხულიდან დაიწყება და უახლოეს მომავალში მის ფასებზე და კომპლექტაციაზე მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით რაც ცნობილია CX-70 მაზდას ახალ პლატფორმაზე შეიქმნა და ქროსოვერი ჰიბრიდულ ძრავს მიიღებს.
ჩინურმა Changan ქროსოვერი Uni-Z წარადგინა
კომაპნია "ჩანგანმა" ახალი ქროსოვერი Uni-Z წარადგინა. სიახლეს საკმაოდ ორიგინალური ინტერიერი აქვს, მცურავი ცენტრალური დისპლეით, არასტანდარტული განათებებით, რომლებიც ინტერიერის ფონური განათების ფუნქციით დაიტვირთებიან. ჩინეთში Uni-Z-ის გაყიდვები უახლოეს მომავალში დაიწყება. ქროსოვერის სავარაუდო ღირებულება 150 000 იუანი - 21 000 დოლარი იქნება.
Ferrari-ის კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა
სუპერქარების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, Ferrari-ს საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 70 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 54%-ითაა გაზრდილი და უმსხვილესი ავტომწარმოებლების რეიტინგში ის ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს.
Ferrari-ს აღმასვლა მოსალოდნელზე გაცილებით უკეთეს ფინანსურ შედეგებთანაა დაკავშირებული. გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 1 მილიარდ 650 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოგებამ 606 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.
გასული წელი Ferrari-სთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სუპერქარებისა და ბოლიდების მწარმოებელმა კომპანიამ საზოგადოებას თავისი პირველი SUV წარუდგინა, სახელწოდებით Purosangue. ეს 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ ის მალევე იქცა Ferrari-ს ბესტსელერად. Purosangue საშუალოდ ნახევარი მილიონის ფარგლებში ღირს, თუმცა Ferrari-ს კლიენტებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
საქართველოში, პირველად AUTO GALLERY-ში NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო
ელეგანტური, ჭკვიანი, მძლავრი - AUTO GALLERY-მ ქართულ ბაზარზე NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ იაპონური მწარმოებლის გამორჩეული ელექტრომობილი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოიყვანა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მის მიმართ საკმაოდ მაღალია და NISSAN ARIYA-ს ერთი ერთეული უკვე გაყიდულია.
ქართველი მომხმარებელი NISSAN-ის ბრენდს კარგად იცნობს, ელექტრომობილების მიმართულებით კი ამ ბრენდის ღირსებას Nissan leaf იცავდა, თუმცა ARIYA რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ავტომობილია. შესაბამისად, იაპონურ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, რომ ელექტრული SUV კლასში კონკურენციაში შევიდეს ნებისმიერ ავტომწარმოებელთან.
რაც შეეხება თავად ავტომობილს - ის ორიგინალური და დახვეწილი ექსტერიერითაა წარმოდგენილი. გარეგნულად მოდელი მომავლის ავტომობილს წააგავს, რელიეფზე გამოკვეთილი ხაზებით. მანქანის შემქმნელებმა მოახერხეს ინტერიერის სივრცის მაქსიმალურად გაზრდა. ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია. მას აქვს ღილაკების მინიმალური რაოდენობა, ამავე დროს ეფექტიანად იმართება ფუნქციები, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია და უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია ორი დისპლეის გამოყენებით.
NISSAN ARIYA რამდენიმე მოდიფიკაციით იწარმოება, ყველა მათგანი გამორჩეულია სიმძლავრითა და მანძილის დიაპაზონით. ერთამძრავიანი ვერსიის ბატარეების სიმძლავრე 87 კვტ/სთ-ია, რომელიც 242 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი, 7,5-7,6 წამში შეძლებთ. მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრამდეა.