ეს კვირეული საკმაოდ საინტერესო და აქტიური გამოდგა ბიზნესისთვის, საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში. კვირის მთავარი მოვლენებიდან მაინც გამოვყოთ ორი, ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან, გადასახადის გადამხდელების წინაშე ანგარიშვალდებულების აღდგენა, გამოხატული მათ მიერ მიღებული ნებისმიერი ტიპის ნორმატიული აქტების გამოქვეყნებით. წელსაც საქართველო რჩება “ჰიბრიდული რეჟიმების” ქვეყანათა სიაში, აქ ჩვენი პოზიციები არ გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა, წლევანდელი რეიტინგში პოზიციები იგივეა, რომელსაც ავტორიტეტული Economist Intelligence Unit აქვეყნებს. ეს ანალიტიკური ცენტრი ქვეყნების დემოკრატიებს 5 კრიტერიუმით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. არის შანსი რომ ამგვარი ნაბიჯებით და უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებით, შეგვიძლია გავიუმჯობესოთ პოზიციები.