1. 2020 წლის III კვარტალში ეკონომიკა 5,6%-ით შემცირდა
2. 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა
3. შეცვლის თუ არა „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას ?!
4. ვაკანტური ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი და 2020 წლის მესამე კვარტალში 6,6%-ით შემცირებული ადგილობრივი ვიზიტების რაოდენობა
5. 2020 წლის გაზაფხულზე დაანონსებული 2 მილიარდი ლარის ნაცვლად, საგარანტიო სქემით სულ 108 მილიონის სესხები გაიცა
6. ბიზნესის დასახმარებლად განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შეფასება და ,,აწარმოე საქართველოში’’ შესული ცვლილებები
7. აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR საქართველოსთვის სოციალური გაზის ტარიფს ამცირებს
8. მთავრობის პოზიცია ანაკლიის პორტზე
9. IMF-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს
10. საყოველთაო ჯანდაცვისთვის პირველად დამატებული95 მლნ ლარის შემდეგ დამატებით 20 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო
1. 2020 წლის III კვარტალში ეკონომიკა 5,6%-ით შემცირდა
2020 წლის III კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 5,6%-ით შემცირდა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს კვარტლების მიხედვით. I კვარტალში პანდემიის დაწყებამდე დაფიქსირდა 2,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. ხოლო მომდევნო II კვარტალში პირველი ლოქდაუნის შედეგად 13,2%-იანი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6%), განათლება (5.6%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7%), მშენებლობა (2.0 %), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5 %). როგორც ვხედავთ ზრდა დაფიქსირდა სახელმწიფო სექტორსა და იმ დარგებში რასაც მთავრობა აფინანსებდა ან შეზღუდვა არ ჰქონდათ დაწესებული. ხოლო დანარჩენ დარგებში შეზღუდვების შედეგად ყველგან კლება დაფიქსირდა, მათ შორის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში რომელიც წლებია ყველაზე მეტად იზრდება და ყველაზე განვითარებულია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Wz1dBW; https://bit.ly/3mAM4Lg
2. 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა
2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასს, 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია 2 150.6 ლარი (ზრდა 9,8%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (ზრდა 6,6%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (ზრდა 1,4%); მშენებლობა – 1 875.8 ლარი (6,6%). სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორშია (2150.6 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სექტორში (743 ლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2J4fmEe; https://bit.ly/2Kbx89j; https://bit.ly/37w1vQt
3. შეცვლის თუ არა „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას ?!
17 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „თბილისი ენერჯი“ კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდიდა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მთავრობასთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო და ბიზნესზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. BM.GE-ს გუნდი იკვლევდა აღნიშნულ საკითხს. „თბილისი ენერჯის“ თავდაპირველი განცხადებით ისინი გადაწყვეტილებას არ ცვლიდნენ და 2021 წლის იანვრიდან ბიზნესისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 24 თეთრით 1.10 ლარამდე გაძვირდებოდა. თუმცა 17 დეკემბრის 17:30 საათისთვის ოდნავ შეცვალეს განცხადება და დაადასტურეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3h2VlKK; https://bit.ly/3auUDoC; https://bit.ly/3mCSkSu
4. ვაკანტური ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი და 2020 წლის მესამე კვარტალში 6,6%-ით შემცირებული ადგილობრივი ვიზიტების რაოდენობა
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტების საშუალო რაოდენობამ 663 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%-ით არის შემცირებული. ვიზიტების მიზნობრიობიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე მეგობრების/ნათესავების მონახულება დგას (38%); რაც შეეხება ხარჯებს, მთავარ ხარჯს საყიდლები (33,6%), საკვები და სასმელი (28,6%) და ტრანსპორტის ჯგუფები (16,9%) წარმოადგენენ. ამასთან საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 167 ლარს წარმოადგენს.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 45,363 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.6%-ით ნაკლებია.
პრეს-სამსახურის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად დატოვა და საქმიანობას მე-10 მოწვევის პარლამენტში გააგრძელებს. ხელმძღვანელის მოვალეობას კი მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი შეასრულებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mBVWEk; https://bit.ly/3h0tniU; https://bit.ly/2J4mws4;
5. 2020 წლის გაზაფხულზე დაანონსებული 2 მილიარდი ლარის ნაცვლად, საგარანტიო სქემით სულ 108 მილიონის სესხები გაიცა
2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარადგინა, რომლის თანახმად კერძო სექტორისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხების გარანტირება უნდა მომხდარიყო. პროექტი ხორციელდება პროგრამის ,,აწარმო საქართველოში’’ მიხედვით, რომლის ფარგლებშიც სულ 108 მილიონი ლარის სესხები არის დამტკიცებული. ,, სესხის მოცულობის მიხედვით, პორტფელში ყველაზე დიდი კვების პროდუქტების წარმოებაა 28%-იანი წილით. შემდეგ მოდის რესტორნები, საკვების მიწოდება და ღვინის წარმოება 16% და 13% წილით.’’ მიუხედავად დაბალი ათვისებისა, აღნიშნულ პროექტს მაინც წარმატებულად აფასებენ მთავრობაში და აღნიშნავენ, რომ ბოლო მონაცემების თანახმად დაფინანსებული 121 პროექტი კარგი შედეგია.
მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მთავრობა ეხმარებოდეს და აფინანსებდეს ბიზნესს, იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს აუცილებელია კაპიტალიზაციის ზრდა. კაპიტალის მაღალი ღირებულებისა და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს პირობებში თავად უნდა განვითარდეს ბიზნესი, ანუ მთავრობამ ყველა ის პირობა უნდა შეუქმნას რითაც შეძლებს თავად განვითარდეს და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებებზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2KHBcxE
6. ბიზნესის დასახმარებლად განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შეფასება და ,,აწარმოე საქართველოში’’ შესული ცვლილებები
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის ანგარიშში ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც მთავრობამ განახორციელა. მთავარ მიღწევად კი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’ მუშაობა დაასახელა. დადებითად შეაფასა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, მისი თქმით სესხის პროცენტი 2200-მდე სასტუმროს დაუსუბსიდირდა, ხოლო განაცხადი 1400-მდე რესტორანმა გააკეთა. ასევე განიხილა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებები.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგამაში 3 ცვლილება შევიდა. 1. 1 ლარად ინდუსტრიული მიწის გადაცემის პროცედურულ ნაწილში გაფართოვდა ის დარგები სადაც შესაძლოა ინვესტორმა 1 ლარად შეიძინოს მიწა და განავითაროს ბიზნესი. 2. ცვლილების თანახმად ინვესტორს როცა საინვესტიციო ვალდებულებები მიყვება, ერთ-ერთი პუნქტი არის თუ რა ვადაში რამდენი პროდუქტი უნდა აწარმოოს, მთავრობა კი ამ პუნქტს ხედმეტი ბიუროკრატიის თავიდან აცილების მიზნით გააუქმებს. 3. ცვლილება ეხება ტურიზმის ინდუსტრიას, რომელთან სესხის სუბსიდირების პროცედურული ნაწილი უმარტივდებათ 3. ცვლილების თანახმად კი
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2J52sG0; https://bit.ly/3mApN0a; https://bit.ly/3paO8uY; https://bit.ly/3rbqTCW
7. აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR საქართველოსთვის სოციალური გაზის ტარიფს ამცირებს
საქართველოსა ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოციალური გაზის ტარიფს შეამცირებს და შეღავათიან ფასად მიყიდის. რაც ჯამში 200 მილიონი კუბურ მეტრი გაზი იქნება და განკუთვნილი იქნება მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისათვის.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ბუნებრივ აირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) ყიდულობს, რასაც შემდგომში გამანაწილებელ კომპანიებზე ყიდის. საიდუმლოს სწორედ სახელმწიფო კომპანიის მიერ განხორციელებული ყიდვის დეტალები წარმოადგენს. ხოლო გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებული გაზის ტარიფი შემდეგია:"სოკარ ჯორჯია გაზის" და “საქორგგაზის” ქსელში 92.25 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე; ხოლო თბილისი ენერჯის ქსელში 103.7 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rdh7Af; https://bit.ly/2WyOK1n;
8. მთავრობის პოზიცია ანაკლიის პორტზე
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს, ხოლო 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა განაახლოს, რაც როგორც შემდგომ განმარტეს არა ეკონომიკური დასაბუთების შედგენას, არამედ სატენდერო პირობების განახლებას შეეხება. თუმცა ბიუჯეტის პროექტში ისიც წერია, რომ საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლოა მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი ვერც შეირჩეს.
მთავრობას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბუნდოვანი პერსპექტივები აქვს, ერთის მხრივ სიტყვიერად მზაობას გამოთქვამენ პროექტის შესრულებაზე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგაც პროცედურულად ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ საწყის წერტილზე დგას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mBCg3m; https://bit.ly/3nC9zF3
9. IMF-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მიხედვით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება $113.9 მილიონი დოლარი, რომელიც პანდემიის გამო გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებასა და ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
IMF საქართველოს რეკომენდაციასაც ახსენებს, რომ განაგრძოს სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმა, რათა ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტზე მომავალი ნეგატიური რისკები შემცირდეს. ამ დროს კი, სახელმწიფო საწარმოები წლიდან წლამდე ზარალზე არიან და ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარით ფინანსდებიან.
რაც შეეხება IMF-ის პროგნოზებს, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებენ, ხოლო საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ით არის განსაზღვრული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pdPvcf; https://bit.ly/37AqPoD
10. საყოველთაო ჯანდაცვისთვის პირველად დამატებული95 მლნ ლარის შემდეგ დამატებით 20 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო
2020 წლის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 802 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც ნოემბერში უკვე ამოიწურა და მთავრობამ 95 მილიონი ლარი დაამატა. თუმცა დამატებული თანხაც ამოიწურა და სახელმწიფოს მეორედ 20 მილიონი ლარის დამატებამ მოუწია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან დღემდე მუდმივად თანხის დამატებას ითხოვს. რაც ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ არასწორ დაგეგმას ნიშნავს, ხოლო მეორეს მხრივ ჯანდაცვის დარგის მძიმე მდგომარეობასა და მის განუვითარებლობას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37zSrKA




























