არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.
სტუმარი: ნოდარ ტანგიაშვილი - ტყვიის კვლევის კოორდინატორი.


































