მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევა აჩვენებს, რა მიმართულებით არის დეფიციტი და რა მიმართულებითაა შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება - თსუს რექტორი

ჯაბა სამუშია

შრომის ბაზრის კვლევები პერიოდულად უნდა ჩატარდეს, რათა უნივერსიტეტებმა დროულად მოახდინონ რეაგირება ბაზრის მოთხოვნებზე, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანი საფუძველია უმაღლესი განათლების პოლიტიკის სწორად დაგეგმვისთვის და ის პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული შრომის ბაზრის საჭიროებებთან.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კვლევა პერმანენტულად, გარკვეული პერიოდულობით კვლავ უნდა ჩატარდეს, რათა უნივერსიტეტებმა დროულად მოახდინონ რეაგირება ბაზრის მოთხოვნებზე“, - აღნიშნა სამუშიამ.

რექტორის თქმით, უმაღლესი განათლებისა და ზოგადად უნივერსიტეტების პოლიტიკა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს როგორც კერძო სექტორთან, ისე დასაქმების პოლიტიკასთან.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოადგინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და, ზოგადად, უნივერსიტეტების პოლიტიკა გარკვეულ კავშირში იყოს ბაზართან, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ პერმანენტულად, გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უნდა ჩატარდეს ასეთი კვლევა. ეს აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები