მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა აჩვენებს, რომ Coca-Cola-ში დასაქმება კარიერული განვითარების საუკეთესო საშუალებაა

Coke

რა განასხვავებს Coca-Cola-სა და Pepsi-ის ერთმანეთისგან? სამსახურის მაძიებლებისთვის ეს დასაქმებისა და დაწინაურების პერსპექტივებია, რითაც, 5 წლის მანძილზე შესწავლილ 400 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და 4.7 მილიონ თანამშრომელს შორის, Coca-Cola Co. პირველ ადგილს იკავებს, PepsiCo Inc. კი - მე-19-ეს.

ამერიკული შესაძლებლობების ინდექსი - ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროდუქტია, რომელიც მილიონობით დასაქმებულის კარიერულ გზას შეისწავლის, რისთვისაც დამსაქმებლების მიერ დასაქმების მაჩვენებლებს, ხელფასებს და დაწინაურების შესაძლებლობებს აკვირდება - ამისთვის ინდექსი საწყის პოზიციებს აფასებს. თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრაექტორიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომელი კომპანიები აფასებენ თანამშრომლების შრომას ყველაზე სამართლიანად და თანამშრომლებს დაწინაურების პერსპექტივებს უქმნიან.

სამუშაო ძალისთვის TOP 10 კომპანიას შორის ასევე მოხვდნენ JM Smucker-ი, Meta და Costco. ყველა ამ კომპანიას საერთო ის აქვთ, რომ თანამშრომლებს კარიერული განვითარებისთვის ყველაზე მეტ შესაძლებლობას აძლევენ.

ინდექსი დასაქმების მსურველებისათვის ერთგვარ ორიენტირს ქმნის, რომლებსაც, კომპანიების სიტყვიერი დაპირებების ნაცვლად, რეალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მეორე მხრივ, თავად დამსაქმებლებისთვის რეიტინგი სამუშაო ძალის მოსაზიდად ახალ წყაროს აჩენს.

რეიტინგი კომპანიებსა და ინდუსტრიებს შორის მნიშვნელოვან განმასხვავებელ ფაქტორებს უსვამს ხაზს. მაგალითად, მაღაზიათა ქსელი Costco თავის თანამშრომლებს 42%-ით უფრო მეტად ინარჩუნებს, ვიდრე მისი კონკურენტი Target-ი. Microsoft-ი კი დასაქმებულებს სამ წელზე ხანგრძლივი დროით 20%-ით უფრო მეტად ინარჩუნებს, ვიდრე Oracle.

რაც შეეხება Coca-Cola-ს, კომპანია გლობალურად 82 000 ადამიანს ასაქმებს და რეიტინგის პირველ ადგილს გამართული სახელფასო სისტემის, დასაქმებისა და კორპორაციული კულტურით წყალობით იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები