მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა აპრილის ბოლოს ჩატარდა... გამოკითხულთა 80% არასამთავრობოების გამჭვირვალობას მხარს უჭერს - კობახიძე

ქართული ოცნება

აპრილის ბოლოს ჩატარდა კვლევა და გამოკითხულთა 80% არასამთავრობოების გამჭვირვალობას მხარს უჭერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კვლევა "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარდა.

„კვლევა აპრილის ბოლოს ჩატარდა, გამოიკითხა 2000 რესპონდენტი და ჩატარდა ყველა შესაბამისი მეთოდოლოგიის შესაბამისად, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. ეს არის საერთო სურათი. დაახლოებით 2-კვირიანი ველი იყო“, - თქვა პრემიერმა.

კობახიძე არ აკონკრეტებს ორგანიზაციას, რომელმაც კვლევა ჩაატარა, თუმცა ამბობს, რომ კვლევა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია მაღალი კვალიფიციკაციის მქონეა და ყოველთვის ზუსტად დებს ხოლმე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგებს.

„გამოკითხულთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობოების გამჭვირვალობას და როცა ჩაეკითხებიან, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ამ კანონპროექტს იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ევროკავშირი ითხოვენ ის არმიღებას, მაშინ მხარდაჭერა დაახლოებით 20%-ით მცირდება და მხარდაჭერა დაახლოებით 61%-ია“, - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები