მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: ვინ რატომ ყიდულობს ახალ ბინას? - მთავარი მიზეზი ოჯახისგან გამოყოფაა

61e91c235657d
თათია ჩაფიჩაძე
20.01.22 12:21
1203
ახალი ბინის შეძენის ორ მთავარ მიზეზს ოჯახისგან გამოყოფა (32%) და გაფართოების საჭიროება (29%) წარმოადგენს, ხოლო ძველი ბინის ახლით ჩანაცვლების სურვილი ბინის შეძენის მიზეზი გამოკითხულთა მეხუთედისთვის ხდება (20%) - ახალი ბინის შესყიდვისას მყიდველთა ქცევის კვლევა საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტმა“, კვლევით კომპანია "ანოვასთან" თანამშრომლობით 2021 წლის ბოლოს ჩაატარა.

კვლევაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებებს უმეტესად მყიდველები მარტო იღებენ, ყიდვის პროცესი კი საშუალოდ 1-3 თვემდე გრძელდება. ამ პერიოდში მყიდველი ადგილზე მისვლით საშუალოდ 2-4 ბინას ნახულობს. ხუთიდან 4 მყიდველი ბინის შეძენის გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებს უთანხმებს: 47% -მეუღლეს, ოჯახის სხვა წევრს - 27%, მხოლოდ მე - 20%, შვილ(ებ)ს -5%.

ამასთან, გამოკითხულთა 16%-მა 91 კვ/მ და მეტი ფართობის ბინა შეიძინა. გამოკითხულთა მხოლოდ 25% ყიდულობს ბინას 51-60 კვადრატული ფართობით.

კვლევიდან ირკვევა, რომ უმრავლესობამ შეიძინა ბინა, რომელსაც აქვს აივანი/ვერანდა; შეძენილი ბინების ერთ მესამედს აქვს ცალკე სამზარეულო.

ძირითადად, ბინის მყიდველები საცხოვრებელს ფასის, მშენებლობის ხარისხისა და უბნის მიხედვით არჩევენ.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მყიდველები, რომელთაც საცხოვრებელი ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსში შეიძინეს. კვლევა თბილისის 4 უბანში (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ისანი, ვაზისუბანი) და მასში 300-მდე ოჯახი მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები