კომპანია Pop Mart-ის გარშემო არსებული Labubu-ს ციებ-ცხელება დასრულდა, რამაც სათამაშოების მწარმოებელ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 33 მილიარდი დოლარით შეამცირა, რაც 60%-იანი კორექციაა.
სათამოშოს მიმართ ინტერესის შემცირების ფონზე, კომპანიის პროდუქციის მიმართ ინვესტორთა ნდობა მკვეთრად დაეცა, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია.
საფონდო ბირჟაზე განვითარებული პროცესებს საკოლექციო ნივთების ბაზრის არასტაბილურობაც ადასტურებს, სადაც ლაბუბუ მკვეთრად არის გაუფასურებული.
ანალიტიკოსები Pop Mart-ის კრიზისს ბაზრის გადაჯერებასა და მოდის ტენდენციების ცვალებადობას მიაწერენ. მათ შეფასებით, ლაბუბუ ერთჯერადი წარმატება იყო და არც მდგრადი პოტენციალის მქონე პროდუქტი.




























