მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაბუბუ თუ გაზი? — Pop Mart-მა რუსულ Gazprom-ს გადაასწრო

ლაბუბუ

ჩინური Pop Mart-ი დღეისთვის გაცილებით დიდი კომპანიაა, ვიდრე რუსული Gazprom-ი, რომლის საბაზრო შეფასება $38.7 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 570-ე ადგილს იკავებს.

“ლაბუბუ” კი ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომელმაც მისი შემქმნელი ჩინური კომპანიის, Pop Mart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია არნახულ ნიშნულამდე გაზარდა. დღეს კომპანიის $42.4 მილიარდს აჭარბებს, ანუ ის მსოფლიოში 517-ე ყველაზე დიდი კომპანიაა. თავად ეს კომპანია მაღაზიების ქსელს ფლობს და გამართულად ოპერირებს, მაგრამ საბაზრო კაპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი მაინც სპეკულაციურია და დიდწილად სწორედ “ლაბუბუს” ეფექტს უკავშირდება.

ბოლო ერთ წელიწადში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 500%-ითაა მომატებული, რაც ამ პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ეს სათამაშო უშნო ელფის ფორმისაა და ის დალუქულ ყუთებში იყიდება, ანუ ადამიანმა, რომელიც Labubu-ს იყიდის, არ იცის, თუ რომელი სათამაშო ამოუვა. კომპანიის შემოსავლის ზრდას, დიდწილად, მათ შორის ეს ფაქტორიც განსაზღვრავს.

ცოტა ხნის წინ, Pop Mart-ის აქციებზე დაკვირვება ამერიკულმა Morgan Stanley-მ შეწყვიტა, რაც ინვესტორებმა უარყოფით სიგნალად შეაფასეს. ასევე ცუდი იყო ინვესტორების რეაქცია ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება People's Daily-ის კრიტიკის მიმართ.

რაც შეეხება, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს, ბოლო დროს კომპანიას საქმე საკმაოდ ცუდად აქვს, რაც განპირობებულია, როგორც გლობალურად გაზის გაიაფებით, ასევე უამრავი სანქციით, რაც Gazprom-ის კომერციულად ოპერირებას ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის. Gazprom-ის აქციების ფასმა კლება 2022 წლის ივნისში დაიწყო და მას შემდეგ, კომპანიამ შეფასების 70%-ზე მეტ დაკარგა.

რუსული ენერგეტიკული გიგანტის გარდა, Pop Mart-ის შეფასება ასევე აღემატება ისეთი კომპანიების მაჩვენებლებს, რომლებიც გაცილებით დიდი ისტორიის და უფრო დიდი გლობალური მოცვის მქონდე ბრენდები არიან. დღეს, Pop Mart-ი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ფრანგული Orange-ი, იაპონური Honda, ამერიკული Electronic Arts-ი, კორეული Hyundai და ამერიკული Seven-Eleven-ი. ჩინურ კომპანიებს შორის Pop Mart-ი 43-ე ადგილს იკავებს, ვაჭრობის სექტორში არსებულ კომპანიებს შორის კი ის ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, მაგრამ ჩინური კომპანიის აქცია მყიფეა, ამიტომაც ექსპერტები მასზე ფსონის დადებას არ ჩქარობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები