მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლადო კახაძე-ეკატერინე ტიკარაძეს: „დიდი ტალღა და ცუნამი გაიარეთ“

5fe1b63341fd4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 13:16
807
პროფესიით ექიმი და პარლამენტარი ლადო კახაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს და ეუბნება, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, მან "დიდი ცუნამი" გაიარა.

ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში ამოქმედებული 520-ე დადგენილების შესახებ, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რიგ პროცედურებზე ტარიფები გაათანაბრა, დეპუტატმა პარლამენტში  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ტარიფიკაცია მალე უნდა დასრულდეს".

„2012 წლიდან სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა ჯერადად გაიზარდა, მაგრამ გამოწვევად რჩებოდა პაციენტის ჯიბის ხარჯი. ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა, რომ სიტყვა „ტარიფიკაცია“ პირველად გამოიყენეთ და სწორად თქვით, თქვენ დიდი ტალღა და ცუნამი გაიარეთ, მაგრამ თქვენი მიმართულება და თქვენ მიერ ორგანიზებული დადგენილება, რომელიც ქილიკის საგანი იყო, აღმოჩნდა, რომ ფულის ყაირათიან ხარჯვასა და სახელმწიფოს რესურსების სწორად განკარგვასთან იყო დაკავშირებული.

პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი ყოფილა უფრო ნაკლები დანახარჯით, რაც ჯიბის ხარჯს კიდევ უფრო შეამცირებს. კითხვა მაქვს - როდის დასრულდება ტარიფიკაცია? ეს დროზე უნდა დამთავრდეს ყველა მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებით და მომავალი 2021 წლის ბიუჯეტი ძალიან დაგვეხმარება ეს შედეგები, რომელიც თვალსაჩინო გახადეთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები