მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაგოდეხის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 1 მლნნ 715 ათასი ლარი დაიხარჯება

BM.GE
28.02.19 09:13
858
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 1 მილიონ 715 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც “კახეთის ხმას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი იანვრიდან გაიზარდა. ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, არჩევითი თანამდებობის პირების ყოველთვიური ანაზღაურება უცვლელი დარჩა. ,,იანვრიდან საკრებულოს და მერიის თანაშრომლების ხელფადი გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება არ მომატებულა. წლევანდელი ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდისთვის 1 მილიონ 715 ათასი ლარი დაიხარჯება”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ჯონდო მდივნიშვილმა.

https://knews.ge/?p=37124.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები