მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lamborghini-მ და Xerjoff-მა სუნამოების კოლექცია წარადგინეს

xerjoff

იტალიურმა სუპერქარების მწარმოებელმა ბრენდმა, Lamborghini-მ და მაღალი პარფიუმერიის წამყვანმა სახლმა, Xerjoff-მა ერთობლივი პროექტი განახორციელეს. ბრენდებმა პარფიუმერულ ბაზარზე სამი ახალი სუნამოსგან შემდგარი ექსკლუზიური კოლექცია წარადგინეს.

ახალი ხაზი, რომელიც Avanguardia-ს, Fiereza-სა და Perseveranza-ს მოიცავს, Lamborghini-ს ძირითად ღირებულებებს პარფიუმერულ ენაზე გადმოსცემს.

კოლექციის უნიკალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველად, პარტნიორული პროექტის ფარგლებში, ფლაკონის წინა პანელზე Lamborghini-ს ოფიციალური გერბია გამოსახული.

არსებული ინფორმაციით, წარმოდგენილი სუნამოები არა დამოუკიდებელ პროდუქტებს, არამედ ერთიან კონცეპტუალურ ნარატივს ქმნიან. Avanguardia ინოვაციურ სულსა და მომავლისკენ სწრაფვას ასახავს, რაც ტექნოლოგიისა და ინტუიციის შერწყმასთან არის დაკავშირებული. Fiereza ბრენდის იდენტობასა და სიამაყეს გამოხატავს, რაც ავტომობილების დიზაინის ექსპრესიულ ძალასა და ესთეტიკის ბალანსში ვლინდება. რაც შეეხება Perseveranza-ს, ის მიზანსწრაფულობასა და მუდმივი განვითარების პროცესზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ორივე ბრენდს საერთო იტალიური ფესვები აკავშირებს. Lamborghini-ს საწარმოო ბაზა სანტ-აგატა ბოლონიეზეში მდებარეობს, ხოლო Xerjoff-ის სათავო ოფისი ტურინშია განთავსებული. საავტომობილო დიზაინის პრინციპებზე შექმნილი სუნამოების ახალი ხაზი ამ ტრადიციების ლოგიკური გაგრძელებაა. კოლექციის ოფიციალური გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი და ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები