მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლამინ იამალმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა

ახალი კონტრაქტი იამალს

“ბარსელონას” 17 წლის ლიდერმა ლამინ იამალმა მშობლიურ კლუბს კარიერა კიდევ ექვსი წლით დაუკავშირა და “ბლაუგრანაში” 2031 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება, ხოლო ხელფასის სახით ლამინი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს. ბონუსების ჩათვლით კი მისმა ანაზღაურებამ შესაძლოა 15-20 მილიონ ევროსაც მიაღწიოს, რაც ინდივიდუალურ და გუნდურ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, იამალს დებიუტი “ბარსელონაში” 2023 წლის აპრილში, 15 წლის ასაკში ჰქონდა. დღემდე კლუბის შემადგენლობაში მას 106 თამაში აქვს ჩატარებული რა დროშიც 25 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები