მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, სანაცვლოდ 15 მარტიდან ID ბარათები უფასოდ გაიცემა

პირადობის მოწმობა

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.

„2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გარვცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები