მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

L'antica Pizzeria da Michele - პიცერია ნეაპოლში - ფილმიდან “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

კიდევ ერთი თემა, რომელიც ლიკა მეგუთნიშვილმა კომპანია "კრუიზერის" მიერ მოწყობილი ხმელთაშუა ზღვის თავგადასავლიდან ჩამოიტანა. ესპანეთისა და იტალიის სხვა ქალაქთან ერთად ის ნეაპოლშიც იმყოფებოდა სადაც სიუჟეტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პიცერიის - “L'antica Pizzeria da Michele”-ს შესახებ გადაიღო, გაესაუბრა როგორც პიცერიის მესვეურებს, ისე იმ ადამიანს, ვინც იქ პიცის დასაგემოვნებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადის. მიქელეს პიცერიამ მსოფლიო აღიარება 2010 წლიდან მოიპოვა, როდესაც ჰოლივუდური მელოდრამა - “ჭამე, ილოცე და შეიყვარე” გამოვიდა და ეს ადგილი ჯულია რობერტსის გმირის თავგადასავლის ნაწილად იქცა. სწორედ ფილმის ეფექტს მიეწერება ისიც, რომ ფრანჩაიზით მისი ფილიალები მსოფლიოს ათობით ქალაქში გაიხსნა. თუმცა რაინ მერფის კინოსურათის მიღმაც, არანაკლებ საინტერესოა "პიცერია და მიქელეს” ისტორია და ბიზნესის მართვის სტრატეგია.

ლუკა კუჩინიელო - L'antica Pizzeria da Michele, თანამფლობელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები