მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.3 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 1.1 თეთრით გამყარდა

დოლარი
19.03.24 17:06
3275

19 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7128 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.09 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9420 ლარი გახდა.

0.89 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4409 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.39 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები