11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა უცხოური ვალუტების უმეტესობასთან მიმართებით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2870 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კი, ლარი 1.30 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება
3.9861 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.3421 ლარს შეადგენს.



























