20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3073 ლარი გახდა.
ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 2.44 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9215 ლარი ღირს.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან ლარი 2.68 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.3918 ლარი ღირს.
ცნობისთვის: 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 23 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში, 780 მლნ დოლარამდე გაყიდა.