მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა

629612bfe82f5
BM.GE
31.05.22 17:04
1546
31 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 7.03 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0249 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 6.33 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა.

7.41-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.812 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 18.43 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები