10 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.3 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 7.53 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6607 ლარი გახდა.
11.62-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.3644 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.46 თეთრი გახდა.
გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.




























