დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2985 ლარი გახდა.
დღესვე ლარი ევროსთან მიმართებით 2.18 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 4.0130 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი კურსი 2.13 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტი 4.5971 ლარი ეღირება.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.




























