31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.11 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6322 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.06 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.08 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.385 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.76 თეთრი ღირს.




























