მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

დოლარი
30.11.23 17:06
2238

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7086 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.84 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9583 ლარი გახდა.

1.47 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4261 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.38 თეთრი შეადგინა.