მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

დოლარი ევრო
01.04.24 17:13
3373

1 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6897 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8998 ლარი გახდა.

0.87 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3920 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.29 თეთრი შეადგინა.

ბიზნეს სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ BMG-ზე, რუბრიკაში ბიზნეს ახალი ამბები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები